ასკილის ნაყენი
ჩვენ გამშრალი ასკილისგან ვამზადებთ ნაყენს და ვუმატებთ მცირე რაოდენობის შაქარს (9%). ეს არის წვენი ყოველგვარი საღებავების, არომატიზატორების და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე.
თითოეულ ჯერზე ჩვენ სათანადოდ ვარჩევთ სხვადასხვა ჯიშის ასკილს, ვურევთ ერთმანეთში შესაბამისი პროპორციით და ვიღებთ სასიამოვნო, პიკანტურ გემოს.
იგი სასიამოვნო დასალევია გაციებული 4º-7º ტემპერატურაზე, ასევე შემთბარი 30-40 გრადუსამდე.
ჩვენს მიერ მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა წვენში შენარჩუნებულ იქნას ასკილის ყველა ბუნებრივი სიკეთე. რაც ყველაზე მთავარია ნაყენი ძალიან მდიდარია ნატურალური C ვიტამინითა და ბიოფლავონოიდების ბუნებრივი ნაზავით. |
|
ასკილი
უამრავი კვებითი თვისებებით მდიდარმა ასკილმა მყარად დაიმკვიდრა მისი საპატიო ადგილი, როგორც ჯანმრთელობისთვის საჭირო კვებითმა დანამატმა.
ასკილი შეიცავს უფრო მეტ ვიტამინ C-ს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხილი ან ბოსტნეული. ერთ ჩაის ჭიქა ასკილის წვენში იგივე რაოდენობით C ვიტამინია რამდენიც 40 ფორთოხალში. იგი ასევე შეიცავს ვიტამინ A, B1-3, და სხვა ვიტამინებს.
მის შემადგენლობაში აგრეთვე არის ბიოფავონოიდები, რაც აუცილებელია ორგანიზმის მიერ C ვიტამინის ათვისებისთვის.
რადგად C ვიტამინს (ცნობილი როგორც ასკორბინის მჟავა) ადამიანი ვერ გამოიმუშავებს (განსხვავებით ცხოველებისა), იგი მიღებულ უნდა იქნას საკვები, ან დიეტური დანამატების სახით. მისი ნაკლებობა იწვევს ჯამრთელობის პრობლემებს.
გარემოს დაბინძურება, ელექტრო მექანიზმების ზემოქმედება, სიგარეტზე დამოკიდებულება არის ფაქტორები, რაც იწვევს C ვიტამინის ნაკლებობას ორგანიზმში. თუმცა ეს დანამატი აუცილებელია ყველაზე ჯანმრთელი ადამიანისთვისაც. |
C ვიტამინი
• აძლიერებს იმუნურ სისტემას. იგი ებრძვის ნებისმიერ ინფექციას, ჩვეულებრივი გაციებიდან დაწყებული, გრიპსა და ვირუსს.
• ებრძვის სტრესს და დაღლილობას. იგი არის საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება.
• საუკეთესო ანტიოქსიდანტია. აქვს ანტიტოქსიური ეფექტი. ვიტამინი C ასუფთავებს ორგანიზმს, იგი დეტოქსიკაციას უკეთებს ჩვენს სხეულს უცხო საზიანო ნივთიერებებისგან.
მწეველებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველი სიგარეტის მოწევისას ისინი ანადგურებენ 25 მგ C ვიტამინს.
ასკილის წვენი აღადგენს "დახარჯულ" C ვიტამინს და ასევე ეხმარება მათ თავი დააღწიონ ნიკოტინ დამოკიდებულებას. |
• ზრდის რკინის ათვისებას კუჭ-ნაწლავიდან
• არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას
• ხელს უწყობს ძვლის ტვინში ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების გამრავლებას.
• აქტიურს ხდის B9 ვიტამინს (ფოლიუმის მჟავა)
• ასაკოვან ხალხს განსაკუთრებით ჭირდებათ ვიტამინი C, იგი არის ანტიოქსიდანტი, ეხმარება ქსოვილს იყოს ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც მთავარი ფაქტორია დაბერების პროცესის დროს.
ნობელის პრემიის ორჯერადი ლაურიატის ლინუს პაულინგის მიხედვით: თუ C ვიტამინს მივიღებთ უხვი რაოდენობით, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ და განვკურნოთ სიმსივნე.
|